კვერცხის სალათა მაწვნის საკმაზით

22-05-2023, 12:58
125 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • უცხო სუნელი
  • ხმელი ქინძი
  • წყალი
  • კვერცხი
  • ტარხუნა
  • კამა
  • ქინძი
  • ნიორი
  • მაიონეზი
  • მაწონი

    მომზადების წესი

    კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გადავავლოთ წყალი და გავფცქვნათ. თითოეული გავჭრათ შუაზე. ცალკე წვრილად ავკეპოთ მწვანილი, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, სნელებლები, წყალი, მაწონი, მარილი და პილპილი. ეს მასა კარგად ავურიოთ და მოვასხათ მოხარშულ კვერცხებს.

    რჩევა

    ამ საკაზმში კვერცხის ნაცვლად შეგვიძლია ჩავაწყოთ მოხარშული კარტოფილი, კიტრი და სხვა სასურველი ბოსტნეული.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა