მსუბუქი სალათა

22-05-2023, 12:46
184 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი
  • ხახვი
  • ოხრახუში
  • მოხარშული კვერცხი
  • სალათის ფოთლები
  • ქათმის ფილე (ან საქონლის უცხიმო ხორცი)

    მომზადების წესი

    ქათმის ფილე მოვხარშოთ, შევაგრილოთ და წვრილად დავჭრათ.

    სალათის ფურცლები გავრეცხოთ, დავწრიტოთ და ხელით დავფლითოთ (რამდენიმე ფოთოლი გადავინახოთ სალათის გასაფორმებლად).

    ხახვი თხელ რგოლებად, წიწაკა კი – ნახევარ რგოლებად დავჭრათ. კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გავფცქვნათ და ოთხად გავჭრათ. ოხრახუში წვრილად დავჭრათ.

    ცალკე თასში ერთმანეთში ავურიოთ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. დაჭრილი ხორცი და ბოსტნეული ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი. განიერ თეფშზე დავაფინოთ სალათის რამდენიმე ფურცელი, ზედ გადავიტანოთ სალათა, მოვასხათ ზეთისა და ლიმონის წვენისგან მომზადებული სოუსი, მოვაყაროთ ოხრახუში და მივიტანოთ სუფრასთან.

    რჩევა: ამ სალათის შეზავება მაიონეზითაც შეგიძლიათ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა