სალათა შემწვარი ბოსტნეულით

27-05-2023, 12:50
142 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი და პილპილი
  • ბადრიჯანი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი
  • სოკოს კონსერვი
  • ყველი, ჰოლანდიური
  • ნიორი
  • ხმელი ქინძი, დაფქული

    მომზადების წესი

    სალათის ფოთლები გავრეცხოთ და გავაშროთ, შემდეგ ხელით მსხვილად დავაქუცმაცოთ.

    ბადრიჯანი სიგრძეზე, თხლად დავჭრათ, მარილი მოვაყაროთ და ზეთში შევწვათ.

    ამავე ზეთში მოვათავსოთ დაჭრილი ნიორი, რგოლებად დაჭრილი წიწაკა და მოვშუშოთ 3-4 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე, დავუმატოთ გადაწურული სოკო და ბადრიჯანი.

    სალათას მოვაყაროთ წიწაკა, ცოტა მარილი და ხმელი ქინძი.

    ყველის ფენები მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ და სალათის ფოთლებსა და მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად ფენა-ფენა მოვათავსოთ სასალათეში.

    ამ სალათას სალათის ფოთლების გარეშე თუ მოვამზადებთ, შეგვიძლია 1 კვირა მაცივარში შევინახოთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა