კიტრის მარინადი კორეულად

31-05-2023, 10:14
133 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნიორი
  • ზეთი
  • ქუნჯუთის მარცვლები
  • ცხარე წიწაკა, წითელი
  • სოიოს სოუსი
  • ძმარი
  •  მარილი
  • ქორფა კიტრი

    მომზადების წესი

    გარეცხეთ და დაჭერით კიტრი მოგრძო ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გადაუღვარეთ გამოყოფილი წვენი.

    გაატარეთ ნიორი პრესში და დაუმატეთ კიტრს, მოასხით ძმარი, მოაყარეთ დაჭრილი წიწაკა, დაუმატეთ სოიოს სოუსი და აურიეთ.

    გაახურეთ ტაფაზე ზეთი, დაყარეთ ქუნჯუთის მარცვლები და სწრაფად მოურიეთ. მოასხით მიღებული მასა კიტრს და კარგად აურიეთ.

    გადაიტანეთ კიტრი სასურველ ჭურჭელში, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ რამდენიმე საათი.

    შემდეგ გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა