ინგრედიენტები
ინგრედიენტები
წყალი
ყავისფერი შაქარი
პიტნა
მარწყვი
მომზადების წესი
პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და დაუმატეთ პიტნა (დატოვეთ რამდენიმე ფოთოლი მოსართავად).
დადგით ცეცხლზე და ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, მიიყვანეთ სიროფი ადუღებამდე. შემდეგ კი ხარშეთ 10 წუთი დაბალ ცეცხზლე.
გაწურეთ სიროფი და გააცივეთ.
გარეცხეთ და გაარჩიეთ მარწყვი, გაჭერით თითოეული კენკრა შუაზე.
მოასხით დაჭრილ მაწრყვს გაცივებული სიროფი და მორთეთ პიტნის დარჩენილი ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!