ფუნთუშა პაშტეტით და კვერცხით

29-05-2023, 13:59
185 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • მწვანე ხახვი
  • პაშტეტი
  • კვერცხი
  • პური-ფუნთუშა

    მომზადების წესი

    მოაჭერით ფუნთუშას თავი და ჩაზნიქეთ გული ხელით ან კოვზით.

    წაუსვით გულში პაშტეტი და ჩაახალეთ თითო კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

    დაალაგეთ ფუნთუშები ღუმელის ფირფიტაზე. გვერდზე დაულაგეთ მოჭრილი თავები, რათა ისინიც დაიბრაწოს.

    აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთი.

    სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და დააფარეთ დაბრაწული ფუნთუშის თავსახურები.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა