სალათა მაკარონით და ბოსტნეულით

29-05-2023, 13:06
177 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • პომიდორი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი
  • ნიორი
  • მარილი და პილპილი
  • ბაზილიკი ან რეჰანი
  • ზეითუნის ზეთი
  • ტკბილი წიწაკა, ყვითელი
  • პასტა ფარფალე
  • ნიახური

    მომზადების წესი

    გარეცხეთ და გაარჩიეთ ორივე ფერის ტკბილი წიწაკა, დაჭერით პატარა კუბიკებად.

    ასევე დაჭერით პომიდორი და ნიახური.

    ბაზილიკი (ან რეჰანი) დაჭერით წმინდად.

    მოხარშეთ პასტა შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად.

    გადაწურეთ და მოასხით ზეითუნის ზეთი.

    ნიორი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ნაჭრებად. მოხრაკეთ ზიეთუნის ზეთში 2 წუთის განმავლობაში. გააცივეთ.

    აურიეთ ერთმანეთში მაკარონი და ბოსტნეული, მოაყარეთ ბაზილიკი და დაუმატეთ ნიორი თავის ზეთიანად.

    დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. აურიეთ და გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა