კონიაკზე მომზადებული ბლინები ნიგვზიანი გულსართით

29-05-2023, 13:02
137 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

გულსართი:

  • კონიაკი
  • ქიშმიში
  • ნუში
  • შაქარი

ინგრედიენტები

  • ლიმონის ცედრა
  • ფქვილი
  •  კარაქი
  • შაქარი
  • ზეთი შესაწვავად
  • კვერცხი
  • რძე
  • კონიაკი
  • მწიკვი მარილი

    მომზადების წესი

    თავდაპირველად მოამზადეთ გულსართი.

    ქიშმიში გარეცხეთ, დაასხით ღბილი ანადუღარი წყალი ისე, რომ მთლიანად დაფაროს. გააჩერეთ 1 საათით. შემდეგ გადაუღვარეთ წ ყალი, შეამშრალეთ ქიშმიში ქაღალდის ხელსახოხით, მოათავსეთ ნუშთან და შაქართან ერთად ბლენდერის ჭიქაში და ათავიფეთ პიურეს კონსისტენციამდე.

    დაუმატეთ კონიაკი და კარგად აურიეთ.

    ახლა ბლინებს მივხედოთ: გაცერით ფქვილი მარილთან ერთად, დაუმატეთ შაქარი, ლიმონის ცედრა, კონიაკი და კარაქი. ათქვიფეთ ხელის ზამბარით. გააგრძელეთ თქვეფა და სათითაოდ შეურიეთ კვერცხი, შემდეგ კი წვრილი ნაკადით ჩაუშვით რძე. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებადმე.

    გადააფარეთ ცომს ცელოფანი და გააჩერეთ 2 საათ.

    შემდეგ გაახურეთ ტაფა, წაუსვით ცოტაოდენი ზეთი, დაასხით იმდენი ცომი, რომ თხელი ბლინი გამოგივიდეთ.

    ბლინები გამოაცხვეთ ორივე მხრიდან. ცხელ-ცხელ ბლინებში გაახვიეთ 1,5-2 ს/კ გულსართი.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა