ორიგინალური და მარტივი სალათა მაკარონითა და ტუნათი

29-05-2023, 12:49
300 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • რეჰანი
  • თავისივე წვენში დაკონსერვებული ტუნა
  • ლიმონის წვენი
  • ზეთისხილი, უკურკო
  • ნიორი
  • მაკარონი
  • პამიდორი ჩერი
  • სალათის ფოთლები
  • ლიმონის ცედრა
  • ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი

მომზადების წესი:

მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში, გადაწურეთ და გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და აურიეთ.

გახსენით ტუნას კონსერვი, გადაასხით წვენის დიდი ნაწილი, ტუნა ჩანგლით დააქუცმაცეთ. დაუმატეთ მაკარონს.

მოამზადეთ მოსასხამი: გაფცქვენით ნიორი და დაჭყლიტეთ, ან გახეხეთ. პატარა ჭურჭელში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ნიორი, ლიმონის წვენი და ცედრა, მარილი და პილპილი.

მოასხით სალათს მოსასხამი, აურიეთ და გადაიტანეთ სალათის ფურცლებდაფენილ თეფშზე. გააფორმეთ პომიდვრებით და რეჰანის ფურცლებით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა