ბრედ პიტის საყვარელი სალათა

29-05-2023, 12:44
103 ნახვა
Aa

გემრიელი, ნოყიერი და ძალიან სასარგებლო სალათა, ცნობილი მსახიობის, ბრედ პიტის ერთ-ერთი საყვარელი კერძია.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი
  • ლაიმის წვენი
  • მარილი და პილპილი
  • წიწაკა ჩილი
  • წითელი ლობიო
  • პომიდორი
  • ავოკადო

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:
    დაჭერით პომიდორი კუბიკებად და ჩაყარეთ სასალათეში. დაუმატეთ თხელ ნახევარწრეებად დაჭრილი ხახვი და წიწაკა ჩილი. დაუმატეთ მოხარშული და გაწურული ლობიო, კუბიკებად დაჭრილი ავოკადოს რბილობი.
    მოასხით ლაიმის წვენი და ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა