გემრიელი და მარტივი კომბოსტოს სალათი

29-05-2023, 11:58
217 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კამა და ოხრახუში
  • ზეთი
  • მარილი და შავი წიწაკა
  • შაქარი
  • ლიმონის წვენი ან ძმარი
  • წითელი ბულგარული წიწაკა
  • სტაფილო
  • კომბოსტო

    მომზადების წესი

    1.კომბოსტო დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ მარილი და ხელით ოდნავ დავსრისოთ.

    მოვაყაროთ 1/2 ს/კ შაქარი, მოვასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი და გავაჩეროთ 10-15 წუთი.

    2. დავხეხოთ სტაფილო მსხვილ სახეხზე.

    3. გასუფთავებული ბულგარული დავჭრათ წვრილ, მოგრძო ნაჭრებად.

    4. წვრილად დავჭრათ ოხრახუში და კამა.

    5. ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, მოვასხათ ზეთი და ვუყოთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.

    შეგვიძლია დავუმატოთ მაიონეზი ან არაჟანი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა