ენის სალათა ნიგვზიანი სოუსით

29-05-2023, 11:50
274 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • სეზამის მარცვლები
  • ზეითუნის ზეთი
  • ძმარი
  • დაფქული ქინძი
  • ნიორი
  • მარილი და პილპილი
  • ქინძი და პიტნა
  • ნიგოზი
  • რუკოლა
  • პამიდორი
  • კიტრი
  • საქონლის ენა, მოხარშული

    მომზადების წესი

    მოამზადეთ სოუსი: ნიგოზი, მწვანილი, დაფქული ქინძი, ზეთი, მარილი, პილპილი, ძმარი და ნიორი ბლენდერში მოათავსეთ და კარგად ათქვიფეთ. ეს სოუსი გამოგადგებათ ნებისმიერი სხვა ბოსტნეულის სალათისთვისაც. ნიგოზი შეიძლება ჩაანაცვლოთ კეშიუთი, კედარის კაკლით და სხვა.
    დაჭერით კიტრი  და პამიდორი. დაამატეთ თხლად დაჭრილი ენა, მოასხი სოუსი და აურიეთ. თეფშზე მოათავსეთ რუკოლას ფოთლები, ზემოდან აკურატულად გაანაწილეთ სალათა, მოაყარეთ სეზამის მარცვლები.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა