"ქაშაყი ქურქში"

29-05-2023, 11:48
129 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კამა
  • მაიონეზი
  • ჭარხალი
  • მოხარშული კარტოფილი
  • ქაშაყის ფილე

მომზადების წესი

ქაშაყის მთლიან ფილეებს ისე ააჭერით ზედმეტად სქელი ნაწილები, რომ ერთი სისქის ფილე დაგრჩეთ. დაალაგეთ კულინარიულ ცელოფანზე ფილეს ნაჭრები ერთმანეთის გვერდიგვერდ, მათ შორის ანაჭრებიც. გადაუსვით მაიონეზის თხელი ფენა ზემოდან გაანაწილეთ მოხარშული, გახეხილი კარტოფილი. კვლავ გადაუსვით მაიონეზის თხელი ფენა.  ცენტრში ზოლივით ჩაუდეთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი ჭარხალი და ცელოფნის დახმარებით გადაახვიეთ რულეტი. შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათი. სუფრაზე მიტანის დროს მოაცილეთ ცელოფანი და დაჭერით ულუფებად. გააფორმეთ დაჭრილი კამით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა