შესანიშნავი სადღესასწაულო სალათა ქათმით

29-05-2023, 11:39
118 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მაიონეზი
  • მწვანე ხახვი
  • მოხარშული კვერცხი
  • მოხარშული სტაფილო
  • გახეხილი ყველი
  • შავი ქლიავის ჩირი
  • ქათმის ხორცი

    მომზადების წესი

    მოხარშული ან შემწვარი ხორცი წვრილად დაჭერით. ქათმის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ საქონლის ხორცი. 
    ქლიავის ჩირი თუ ძალიან ხმელია 10 წუთი მდუღარე წყალში დაალბეთ, თუ რბილია, პირდაპირ დაჭერით.
    წვრილად დაჭერით კვერცხი, მოხარშული სტაფილო გახეხეთ.

    ააწყვეთ სალათა ფენებად:
    ძირში მოათავსეთ ქათმის ხორცი, ძალიან თხლად მოასხით ნაკლებცხიმიანი, მსუბუქი მაიონეზი. შემდეგ დაადეთ მოხარშული კვერცხისა და სტაფილოს ფენა, კვლავ გადაუსვით თხლად მაიონეზი. შემდეგ დაჭრილი ქლიავის ჩირი და გახეხილი ყველი მოაყარეთ, ზემოდან კი დაჭრილი მწვანე ხახვი.

    სალათა მირთმევამდე მაცივარში გააჩერეთ რამდენიმე საათი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა