მაწვნის სუპი

28-05-2023, 15:20
207 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი
  • კამა და ქინძი
  • კვერცხი - 6 ცალი
  • კარაქი - 30 გრ
  • ნიორი - 1 კბილი
  • ხახვი - 1 თავი
  • ბრინჯი - 3 სკ
  • წყალი - 500 მლ
  • მაწონი - 500 გრ

    მომზადების წესი

    1. გარეცხეთ და მოხარშეთ 3 სკ ბრინჯი.

    2. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ კარაქში.

    3. 1 ქილა მაწონში გათქვიფეთ 1 ც კვერცხი, ჩაასხით 500 მლ წყალი, მოურიეთ და საშუალო ცეცხლზე, ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ ადუღებამდე.

    4. როგორც კი დუღილს დაიწყებს, ჩააყარეთ მოშუშული ხახვი, მოხარშული ბრინჯი, მარილი, დაჭრილი ქინძი და კამა (7-7 ღერი დაახლეობით), ნიორი, მოურიეთ და ჩაახალეთ 5-6 ც კვერცხი მთელ-მთელად.

    5. გამორთეთ ცეცხლი, როცა კვერცხი თქვენთვის სასურველ დონეზე მოიხარშება.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა