ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი

28-05-2023, 11:45
136 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ოხრახუში
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი და პილპილი
  • რძე
  • ბულიონი
  • ფქვილი
  • კარაქი
  • ხახვი
  • სტაფილო
  • ყვავილოვანი კომბოსტო

    მომზადების წესი

    წვრილად დაჭერით ხახვი, სტაფილო და ყვავილოვანი კომბოსტო. მოშუშეთ ხახვი კარაქში, შემდეგ დაამატეთ სტაფილო და განაგრძეთ შუშვა. დაახლოებით 2-3 წუთში, დაამატეთ კომბოსტო და ბულიონი (შეგიძლიათ კუბები გახსნათ წყალში).
    წამოადუღეთ და ხარშეთ, ჩაამატეთ დაფნა.
    სანამ იხარშება, ცალკე გახსენით ფქვილი და რძე. ჩაამატეთ სუპში და მოურიეთ. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთი. ბოლოს დაამატეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა