სალათა ბლინის ბადეში

27-05-2023, 13:41
130 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მოხარშული ქათმის ფილე
  • კიტრი
  • ხახვი
  • მაიონეზი
  • მარილი და პილპილი
  • კამა
  • მზა ბლინი

    მომზადების წესი

    კლასიკური ბლინის ცომი მოათავსეთ საკონდიტრო პარკში და მოასხით ცხელ ტაფაზე ბადისებურად, შეწვით ორივე მხრიდან

    მოამზადეთ სალათა: ქათმის ხორცი დაანაწევრეთ, ხახვი და კიტრი თხლად დაჭერით. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი თქვენი გემოვნების მიხედვით, სასურველი რაოდენობით, შეაზავეთ მაიონეზით, დაჭრილი კამით, მარილით, პილპილით.

    სალათის ფურცლები გარეცხეთ, გააშრეთ, დააფინეთ ბლინის ბადეზე, დადეთ გულსართი და გადაახვიეთ.

    კერძი მზად არის, მიირთვით გემრიელად!

    გულსართად შესაძლებელია ნებისმიერი სხვა თქვენთვის სასურველი პროდუქტების გამოყენება.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა