მოგიტანეთ ახალი რეცეპტი - „რაფაელო“ + „სნიკერსი“ და ახალი ნამცხვარიც მზად არის!

22-05-2023, 13:18
198 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 5 ც
  • შაქარი - 145 გ
  • ფქვილი - 110 გ
  • ნუშის ფქვილი - 50 გ
  • გამაფხვიერებელი - 5 გ
  • კარაქი - 340 გ
  • ვანილინი
  • შესქელებული რძე - 300 გ
  • თეთრი შოკოლადის მინანქარი - 200 გ

    მომზადების წესი

    კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ 7-8წუთი მიქსერით, დავუმატოთ გამდნარი კარაქი და ვანილინი, გავმორთოთ მიქსერი. ფქვილს შევურიოთ ნუშის ფქვილი და გამაფხვიერებელი და საცერით დავუმატოთ კვერცხის მასაზე, თან ვურიოთ. ბისკვიტის მასა ჩავასხათ წინასწარ გამზადებულ ფორმაში და მოვათავსოთ 170°ზე გაცხელებულ ღუმელში. მზაობას ვამოწმებთ ჩხირით. მზა ბისკვიტი გავაციოთ, გავჭრათ 2 ან 3 ფენად და ავაწყოთ ტორტი.

    კრემისთვის კარაქი მიქსერით გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ შესქ.რძე, გავაგრძელოთ თქვეფა, ბოლოს დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი შოკოლადი.

    ტორტი გაფორმებულია იმავე კრემით, ნუშით და თეთრი შოკოლადით. გვერდებზე ქოქოსის ფანტელ

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა