კარტოფილის პიურე ლორით და მოცარელათი - საუკეთესო გარნირი

22-05-2023, 11:49
142 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • მწვანე ხახვი
  • არაჟანი
  • ყველი (მაგარი სახეობის)
  • კარაქი
  • რძე
  • კარტოფილი
  • ლორი
  • მოცარელა

    მომზადების წესი

    მოცარელა გახეხეთ მსხვილად. ლორი შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე ცხიმის გარეშე.

    კარტოფილი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და ხარშეთ. როცა კარგად მოიხარშება, დაუმატეთ რძე, კარაქი და ჩაჭყლიტეთ.

    შემდეგ დაუმატეთ გახეხეილი ყველი, ნახევარი მოცარელა, არაჯანი და ნახევარი დაჭრილი მწვანე ხახვი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

    ლორი დაჭერით პაარა ნაჭრებად, დაუმატეთ პიურეს და ყველაფერი კარგად აურიეთ.

    გადაიტანეთ კარტოფილი ცხიმწასმულ ცეცხლგამძლე ფორმაში, მოაყარეთ დარჩენილი მოცარელა და მწვანე ხახვი.

    აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთი.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა