აუცილებლად გასინჯეთ ტაფამწვარი ამ საოცარი რეცეპტით...

21-05-2023, 12:50
180 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ზეთი შესაწვავად
  • ბეკონი ან ლორი
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის
  • გულსართისთვის:
  • მარილი და პილპილი
  • კვერცხი
  • ფქვილი
  • კარტოფილი
მომზადების წესი:

მოხარშეთ კარტოფილი, მოამზადეთ პიურე ფქვილისა და კვერცხის დამატებით.

მიიღებთ სქელ, ცომისებურ მასას. გაყავით კარტოფილის მასა ორ თანაბარ ნაწილად.

გააბრტყელეთ ერთი ნაწილი და დადეთ ზეთმოსხმულ, გახურებულ ტაფაზე. ზემოდან გაანაწილეთ გულსართი (გახეხილი ყველისა და წვრილად დაჭრილი ლორის ნარევი) და კარტოფილის ცომის მეორე, გაბრტყელებული ნაწილი.

შეწვით მექსიკური ტაფამწვარი ორივე მხრიდან, სანამ არ დაიბრაწება.

სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი, მწვანილით შეზავებულ არაჟანთან ერთად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა