საფუვრიანი მაჭკატები ალუბლითა და არაჟნით

21-05-2023, 12:27
142 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მწიკვი მარილი
  • შაქარი
  • გამდნარი კარაქი
  • ფქვილი
  • რძე
  • საფუარი
  • კვერცხი

    მომზადების წესი



    2 ს.კ. ფქვილი, საფუარი, მარილი და შაქარი ავურიოთ, დავასხათ თბილი რძე და კარგად გავხსნათ. დავუმატოთ კვერცხის გული (ცილა შევინახოთ), გამდნარი კარაქი, დანარჩენი ფქვილი და ტილოგადაფარებული 15-20 წუთით დავდგათ, რომ აფუვდეს.
    ცილა კარგად ავთქვიფოთ, სანამ ღრუბლისებრ მასას მივიღებთ და აფუებულ ცომს შევურიოთ.
    ცომი სადილის კოვზით მოვათავსოთ გაცხელებულ ზეთში, ტაფაზე და ორივე მხრიდან გამოვაცხოთ.
    მაჭკატები მივირთვათ შაქრის პუდრით, ალუბლითა და არაჟნით.
    რჩევა
    შეგვიძლია მაჭკატები შაქრის გარეშე მოვამზადოთ და თევზსა და ხიზილალასთან ერთად მივირთვათ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა