მდუღარე კეფირზე მომზადებული ყველაზე ფუმფულა ოლადები

21-05-2023, 11:55
131 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • ვანილის შაქარი
  • შაქარი
  • კვერცხი
  • ფქვილი
  • კეფირი                                                                                                                                                                                                                            მომზადების წესი:
    კეფირი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე! (არ შეგაშინოთ იმან, რაც კეფირს დაემართება) ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და შაქარი. ნელ-ნელა ჩაუშვით კეფირი კვერცხის მასაში და სწრაფად ურიეთ. დაუმატეთ ფქვილი ვანილის შაქარი და გამაფხვიერებელი.
    ცომი სქელი უნდა გამოვიდეს, კოვზიდან ძლივს გადმოდიოდეს.
    გაახურეთ ტაფა, დაასხით ბლომად ზეთი. დადეთ კოვზით ცომი და როგორც კი ცომი ამოფუებას დაიწყებს, გადმოაბრუნეთ. აჯობებს შეწვათ დახურული თავსახურის ქვეშ.
    სუფრასთან მიიტანეთ ჯემით ან თაფლით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა