ჰაეროვანი და ნაზი სალათა "თოვლის ნამქერი"

20-05-2023, 13:44
181 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • გახეხილი ყველი
  • მაიონეზი
  • ნიორი
  • წითელი ბულგარული წიწაკა
  • ხახვი
  • კვერცხი
  • სტაფილო
  • თევზის კონსერვი
  • კარტოფილი 

მომზადების წესი

მომზადება:
მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი კანიანად. გააგრილეთ და გაფცქვენით. ხახვი დაჭერით წვრილად და შეურიეთ თევზის კონსერვი. პირველი ფენა სასალათეში მსხვიად გახეხილი კარტოფილი იქნება. წაუსვით მაიონეზი.
მეორე ფენა - მსხვილად გახეხილი სტაფილო. წუასვით მაიონეზი.
მესამე ფენა - თევზის კონსერვში არეული ხახვი (კონსერვის მაგივრად შეგიძლიათ მოხარშული ქათმის ფილე გამოიყენოთ). წაუსვით მაიონეზი.
მეოთხე ფენა - წვრილად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა.
კვერცხი გაჭერით შუაზე. ამოაცალეთ გული და შეურიეთ გულს დაჭყლეტილი ნიორი და მაიონეზი. ჩააბრუნეთ გული კვერცხის ცილაში.
მეხუთე ფენა - კვერცხი იქნება, დაალაგეთ ფარშით ქვემოთ.
წაუსვით კვერცხს ზემოდან მაიონეზი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა