ფენოვანი სალათა "ქერა ლამაზმანი"

+2
18-05-2023, 22:26
167 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ზეთი შესაწვავად
  • ნიორი
  • არაჟანი
  • მაიონეზი
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის
  • ლორი
  • ჩერი პომიდორი
  • კარტოფილი                                                                                                                                                                                                                   მომზადების წესი:
    კარტოფილი გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ან დაჭერით ჩხირებად. გარეცხეთ გამდინარე წყალში, რათა მოშორდეს ზედმეტი სახამებელი და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
    გამშრალი კარტოფილი შეწვით ფრიტიურში ან ტაფაში ცოტაოდენ ზეთში.
    გადაიტანეთ შემწვარი კარტოფილი ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
    აიღეთ გაშლილი, დიდი თეფში. მოათავსეთ მასზე შუაზე გაჭრილი პომიდვრები.
    მოამზადეთ სოუსი თანაბარი რაოდენობის მაიონეზისა და არაჟნისგან, რომელსაც დაუმატებთ დაჭყლეტილ ნიორს. მოასხით სოუსი პომიდორს.
    შემდეგი ფენა იქნება ჩხირებივით დაჭრილი ლორი და ისევ სოუსი.
    შემდეგ წვრილად გახეხილი ყველი და კლვავ სოუსი.
    სულ ზედა ფენა კი შემწვარი კარტოფილი.                                                                                                                                                                                      გააჩერეთ სალათა 30-40 წუთი (შეგიძლიათ შედგათ მაცივარში) და შემდეგ მიირთვით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა