ლიონური საზაფხულო სალათა – მსუბუქი და ძალიან გემრიელი...

16-05-2023, 21:40
182 ნახვა
Aa

შესანიშნავი სალათაა, როგორც წასახემსებლად, ასევე ძირითადი კერძების გარნირად.

ინგრედიენტები

  • პროვანსული სუნელი
  • მარილი და პილპილი
  • ლიმონის წვენი
  • მაიონეზი
  • სოუსისთვის:
  • ზეთი
  • კამა და ოხრახუში
  • სალათის ფოთლების მიქსი
  • მწვანე ხახვი
  • ქამა სოკო
  • პამიდორი ჩერი
  • მწყრის კვერცხი


მომზადების წესი:
_______________________________________
მოხარშეთ მწყრის კვერცხი 5 წუთის განმავლობაში, გააცივეთ და გაფცქვენით.
ქამა სოკო გარეცხეთ, დაჭერით თხლად და მოხრაკეთ (არ შეწვათ), გააგრილეთ. პომიდორი ჩერი და კვერცხი გაჭერით შუაზე. მწვანე ხახვი და მწვანილი დაჭერით წვრილად. სალათის ფურცლები დახიეთ ხელით.

სოუსისთვის: მაიონეზს შეურიეთ ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და პროვანსული სუნელები. ყველაფერი კარგად აურიეთ.

დიდ სასალათეში გადაიტანეთ ყველა ინგრედიენტი და მოასხით მაიონეზის სოუსი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა