სალათა "თეთრი ღამე"

13-03-2023, 00:21
198 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • არაჟანი
  • მაიონეზი
  • სოკოს კონსერვი
  • ხახვი
  • მოხარშული კარტოფილი
  • სტაფილო
  • მოხარშული ხორცი, ნებისმიერი
  • მაგარი სახეობის ყველი

მომზადების წესი

კარტოფილი, ყველი და უმი სტაფილო მსცვილად გავხეხოთ, ხორცი წვრილად დავჭრათ, ხახვი მოვშუშოთ ცოტა ზეთში. მაიონეზი და არაჟანი შევურიოთ.

სალათა ავაწყოთ ფენებად: დაჭრილ სოკოს შევურიოთ ხახვი, გადავუსვათ სოუსი, მოვაყაროთ კარტოფილი, კვლავ სოუსი, შემდეგ სტაფილო, სოუსი, ხორცი და კვლავ სოუსი. ზემოდან მოვაყაროთ ყველი. მარილი და პილპილი გემოვნებით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა