როგორ გავეკეთოთ ორიგინალურად სალათა "ქაშაყი ქურქში" საახალწლო სუფრისთვის

9-03-2023, 01:52
190 ნახვა
Aa

სალათების გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია, თუმცა თუკი მას საინტერესოდ და ორიგინალურად გავაკეთებთ, სადღესასწაულო მაგიდას ის კიდევ უფრო დაამშვენებს.

დღეს ქაშაყს ქურქში მოვამზადებთ და აი, როგორ...


ინგრედიენტები

  • წყალი
  • ჟელატინი
  • დამარილებული ქაშაყი
  • ხმელი ქონდარი
  • მარილი
  • მაიონეზი
  • ლიმონი
  • ჭარხალი
  • ჭვავის პური

მომზადების წესი:

ჟელატინს დაასხით ცივი წყალი.

მოხარშეთ ჭარხალი, გაფცქვენით და დაჭერით.

ჩაყარეთ ჭარხალიბლენდერში, დაუმატეთ მაიონეზი, ქონდარი, მწიკვი მარილი და დააბლენდერეთ, სანამ პიურეს არ მიიღებთ.

გამოწორეთ ლიმონის წვენი და დაუმატეთ ჭარხლის მასას. გასინჯეთ მომზადებული პიურე – მას მომჟავო-მოტკბო გემო უნდა ჰქონდეს.

ახლა შეათბეთ ჟელატინი, თან ურიეთ. დაუმატეთ პირეში. კვლავ ჩართეთ ბლენდერ და ათქვიფეთ ნაზი მასის მიღებამდე.

ამოჭერით მრგვალი ნაჭრები დაჭრილი ჭვავის პურებიდან. ძემოდან დააწყვეთ თევზის ნაჭრები. პურებს ჩამოაცვით მაღალი საკონდიტრო მილები და ჩაასხით ჭარხლის მასა. თუკი არ გაქვთ საკონდიტრო მილები, გამოიყენეთ ჩვეულებრივი სქელი ფაილი. გადააბით სკოტჩით ან სტეპლერით.

შედგით ასევე მაცივარში მინიმუმ ერთი საათით. მნიშვნელოვანია: მილები პურებს მოხსენით სუფრასთან მიტანის წინ!

მორთეთ "საახალწლო სანთლები" ლიმონის ნაჭრებით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა