აზერბაიჯანული კუტაბი

5-03-2023, 19:55
238 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • რბილი ყველი - 150 გ
  • ფქვილი - 2 ჭ
  • მარილი
  • ზეთი - 1 სკ
  • მდუღარე წყალი - 0.5 ჭ
  • მწვანილი, სხვადასხვა სახის - 400 გ
  • მომზადების წესი

    ფქვილს შევურიოთ მარილი, ზეთი, წყალი. ჯერ კოვზით გადავურიოთ, შემდეგ კი მოვზილოთ ცომი. დავასვენოთ 15-20 წუთი. მწვანილი (ოხრახუში, მწვანე ხახვი, ისპანახი და სხვ.) დავჭრათ წვრილად, დავამატოთ გახეხილი ყველი და ავურიოთ.ცომი გავყოთ 4-5 ნაწილად. ჩავუდოთ გულსართი, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ მშრალ ტაფაზე, შემდეგ კი კარაქი წავუსვათ

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა