ბადრიჯნის სალათა "საზაფხულო"

5-03-2023, 01:00
196 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ბადრიჯანი
  • პამიდორი
  • ყველი
  • სოიოს სოუსი
  • ნიგოზი

მომზადების წესი

ბოსტნეული და ყველი დავჭრათ საშუალო ზომის ჩხირებად.
ბადრიჯანი ცოტაოდენ ზეთში, მაღალ ცეცხლზე, დიდ ტაფაზე დავბრაწოთ. პერიოდულად ამოვურიოთ რომ ყველა მხრიდან დაიბრაწოს. ბოლო ეტაპზე დავამატოთ სოიოს სოუსი. თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ მის ნაცვლად უბრალოდ მარილი დაამატოთ.

გაციებულ ბადრიჯანს შევურიოთ პამიდორი, ყველი, დაჭრილი ნიგოზი, პილპილი. კარგად ამოვურიოთ და მოვაყაროთ სასურველი მწვანილი: მწვანე ხახვი, ქინძი, კამა ან რეჰანი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა