საგაზაფხულო სალათა ბოლოკით - ზუსტად 5 წუთში მზადაა!

5-03-2023, 00:45
264 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი
  • ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი
  • წითელი ხახვი
  • ახალი კომბოსტო
  • ბოლოკი
  • მოხარშული კვერცხი

მომზადების წესი

ბოსტნეული გავრეცხოთ და შევაშროთ. კვერცხს ნაჭუჭი მოვაცილოთ და რგოლებად დავჭრათ.

კომბოსტო თხლად დავკეპოთ და ხელით მსუბუქად ავსრისოთ. ბოლოკი თხელ რგოლებად დავჭრათ. მოვათავსოთ ბოლოკი და კომბოსტო სასალათეში, დავამატოთ მწვანე ხახვი, მოვასხათ ზეთი და ლიმონის წვენი და ავურიოთ. ზემოდან დავალაგოთ კვერცხის ნაჭრები. მარილი და პილპილი გემოვნებით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა