''ცეზარი'' ქათმით

5-03-2023, 00:38
242 ნახვა
Aa

ინგრედიენტები
ყველი პარმეზანი - 100.00 გ
ლიმონის წვენი - 20.00 გ (ს.კ)
პურის ნაჭერი - 100.00 გ
ქათმის ფილე - 0.20 კგ
ნივრის კბილი - 10.00 გ
კვერცხი - 1.00 ც
სალათის ფოთოლი - 350.00 გ
ზეითუნის ზეთი - 40.00 მლ
ვორჩესტერის სოუსი - 0.15 ლ

პური კუბიკებად დავჭრათ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დავბრაწოთ.
ქათამი დავჭრათ და გაცხელებულ ტაფაზე , ცოტა ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ. მოვაყაროთ მარილი.

სალათის ფოთლები მსხვილად დავანაწევროთ.

კვერცხი 1 წუთით ჩავუშვათ ძალიან სუსტად მდუღარე წყალში, შემდეგ ამოვიღოთ , გავტეხოთ და ავთქვიფოთ.

ნიორი დავნაყოთ მარილთან ერთად, დავამატოთ ზეითუნის ზეთი, შემდეგ ეს მასა ჩავასხათ კვერცხში, ჩავამატოთ რამდენიმე წვეთი ვორჩესტერის სოუსი და ლიმონის წვენი.

სალათის ფოთლებს დავასხათ ცოტა სოუსი და ამოვურიოთ, შემდეგ გადავიტანოთ ფართო თეფშზე, ზემოდან პურის კრუტონები დავამატოთ, შემდეგ ქათმის ნაჭრები დავადოთ, მოვასხათ კვლავ ცოტაოდენიდა მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.

p.s. ვორჩესტერის სოუსი შეგიძლიათგამოიყენოთ სხვა სალათებისთვის, ან უბრალოდ შემწვარ ქათამზე მოსასხმელად...

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა